პუტინის პრესმდივანმა აღიარა, რომ მოსახლეობის ნაწილი უკრაინაში „სპეცოპარაციას“ არ ეთანხმება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დღეს პირველად აღიარა, რომ რუსეთის მოსახლეობის 25%-ზე ნაკლები უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგება. პესკოვის ციტატა „ინტერფაქსმა“ გაავრცელა. 

„ასეთები ცოტაა. მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, და ეს დასტურდება სტატისტიკითა და გამოკითხვებით, 75%-ზე მეტი მხარს უჭერს ოპერაციას, მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს", - თქვა პესკოვმა და აღნიშნა, რომ "ეს უდავო ფაქტია. „პესკოვის თქმით, რუსების 25%-ზე ნაკლები არ ეთანხმება "სპეცოპერაციას".

შეკითხვაზე, ესმით თუ არა ამ ხალხის კრემლში, პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა: „აზრს ისმენენ, მაგრამ მაინც უმცირესობა- უმცირესობაა ".

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს არ დაუზუსტებია თუ რომელი გამოკვლევიდან აიღო ეს მონაცემები.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ

აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა